Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ფესტივალი გაიმართება

თარიღი : 20-06-2022, 14:41 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
25 ივნისს რაჭაში, ამბროლაურში, კოსტავას 9 ნომერში რაჭა-ლეჩხუმის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების N1 ფესტივალი გაიმართება.

“გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში შეძლებთ რაჭა-ლეჩხუმში არსებული მარნების ღვინოების დაგემოვნებას, გექნებათ შესაძლებლობა შეხვდეთ მეღვინეებს და გარდა მეღვინეებისა თავიანთ პროდუქციას წარადგენენ ადგილობრივი ფერმერები.

გამოფენაზე დასწრების ღირებულება იქნება 20 ლარი. მთლიანი თანხა ჩაერიცხებათ რაჭა-ლეჩხუმის სოციალურად დაუცველ ოჯახებს,”-აცხადებენ ორგანიზატორები.

ფესტივალი ხორციელდება სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.

ფესტივალი 15:00-დან 21:00 საათამდე გაიმართება.


ნანახია: 155-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფესტივალი, რომელზეც დასწრება უფასოა, სტარტს 17:00 საათიდან აიღებს.
ფესტივალის მიზანია იმერული ღვინის, საოჯახო მარნების პოპულარიზაცია.

ამინდი