Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს სიგელი გადაეცა

თარიღი : 20-06-2022, 12:39 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია დევნილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მეწარმე ქალების ნამუშევრები.

ფონდ „სოხუმთან“ აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შენგელიას და საკრებულოს წევრს, გრიგოლ შუშანიას.
ღონისძიებას ასევე საკრებულოს წევრი, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მაგდა კოსტავა ესწრებოდა.

ქალთა ფონდი „სოხუმი“ უკვე 25 წელია აქტიურად მუშაობს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების და მშვიდობის მშენებლობაში მათი ქმედითი ჩართვის მიმართულებით.


ნანახია: 148-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ფონდმა "სოხუმმა" პრეზენტაცია „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება

ამინდი