ქუთაისში, 'თამარის ღელეს' კალაპოტს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
თარიღი : 20-06-2022, 11:57 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე ე.წ „თამარას ღელის“ კალაპოტის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ბიუჯეტიდან 287 934 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოვლენის მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადდა. დაინტერესებული პირების მხრიდან წინადადებების მიღება 3 ივლისიდან დაიწყება და 8 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 3 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.
გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 3 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.