Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

,,1-ლი ივლისიდან გაზის ტარიფის მატებასთან ერთად, რძის პროდუქტებზე ფასიც გაიზრდება “

თარიღი : 20-06-2022, 11:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში, გასული წლის ბოლოსთვის ნედლი რძის ბაზარზე იმდენად მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა, რომ რამდენიმე ფერმა დაიხურა, ვინც წარმოება გააგრძელა, მათ საქონლის ოდენობა შეამცირეს.

ნედლი რძისა და რძის პროდუქტების კომპანია ,,შირაქის“ დამფუძნებელი, ნიკოლოზ ბენიაიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ ბაზარზე ახლა სიტუაცია შედარებით სტაბილურია, თუმცა კომუნალური გადასახდების ზრდის შემდეგ, პროდუქციაზე ფასის ზრდა გარდაუვალი იქნება.

„გასულ წელს საკვების ფასი იმდენად გაიზარდა, რომ თვითღირებულებასაც კი ვერ ფარავდა ნედლი რძის ფასი და ამან შექმნა ბაზარზე დეფიციტი. ისედაც რამდენიმე ფერმაა და ყველას მოუწია შეემცირებინა პირუტყვი. წელს, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, კომპანიებმა, რომლებიც რძეს იბარებენ, შედარებით მოამატეს ფასები და თვითღირებულებასთან ახლოს მივიდნენ. ამან დახურვის საფრთხე დროებით მოხსნა, მაგრამ თუ საკვები ისევ გაძვირდა და პარალელურად, არ მიჰყვა რძის ფასი, იგივე მდგომარეობაში დავბრუნდებით, რაც იყო შარშან. მიუხედავად ამისა, დეფიციტი ისევ არის ბაზარზე და მოთხოვნას სრულად ვერ ვაკმაყოფილებთ.

ცილოვანი საკვები, პროტეინის შემცველი შროტი საქართველოში არ იწარმოება და შემოდის რუსეთიდან. შესაბამისად, მიბმულია ლოჯისტიკის ფასზე და დოლარის კურსზე. ახლა ლარი სტაბილურია, მაგრამ მიწოდება გართულებული და ხშირია წყვეტა. ისევ საბაჟოს გაუმართავობის გამო. რუსეთი არ ატარებს შესაბამისი რაოდენობის ტრანსპორტსა და პროდუქტს და ეს ყველაფერი ცხადია, შემაფერხებელია.

ამასთან, 1-ლი ივლისიდან იზრდება კომუნალური გადასახადი. ახლა, ფასს ვიჭერთ იქედან გამომდინარე, რომ აპრილიდან-ივნისის ჩათვლით რძის რაოდენობა იმატებს. ეს სეზონურობაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ახლა ვუძლებთ ჩვენ ამ ყველაფერს. ბალახის შემცირებასთან ერთად, მცირდება ნედლი რძე, იზრდება გაზი ტარიფი, რომელიც ინერგო მატარებლებში ყველაზე დიდ წილს იკავებს ჩვენს წარმოებაში და ზუსტ პროცენტს ვერ ვიტყვი, ახლა ვითვლით, მაგრამ ფაქტია, 1-ლი ივლისიდან გაზის ტარიფის მატებასთან ერთად, რძის პროდუქტებზე ფასიც გაიზრდება“, - განუცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1-ლი ივლისიდან, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. დედაქალაქში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ბიზნესისთვის 1.35 ლარი ხდება, ხოლო რეგიონებში -1.38 ლარი.


ნანახია: 185-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ცვლილების მიზანია, მომხმარებელთა უფლებების, ასევე ფერმერთა

ამინდი