Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის მერი: მხარს ვუჭერ განათლების მიმართულებით დანერგილ სიახლეებს, დაგეგმილ აქტივობებს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება

თარიღი : 19-06-2022, 15:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონში მეორედ ინგლისურენოვანი რეგიონული კონფერენცია გაიმართა.

ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით,ორგანიზაციამ “ინგლისური ენის პედაგოგების სივრცე“ კონფერენცია ინგლისური ენის სწავლების გამოწვევებსა და ცვლილებებს მიუძღვნა.

კონფერენციის მონაწილეებს ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და კონფერენციის ორგანიზატორი ელენე ცაცუა მიესალმნენ.

“მოხარული ვარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი მეორედ მასპინძლობს ასეთი მასშტაბისა და შინაარსის ღონისძიებას. მხარს ვუჭერ განათლების მიმართულებით დანერგილ სიახლეებს, დაგეგმილ აქტივობებს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. წარმატებულ, შედეგიან და საინტერესო ღონისძიებას გისურვებთ,”-განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს შორის იყვნენ იყვნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ეკატერინე ფიფია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ლელა აბდუშელიშვილი, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი, მენტორი და მოწვეული სპიკერი მანანა კაპეტივაძე, 2017 წლის საუკეთესო ათეულის გამარჯვებული, საჩხერის N2 საჯაროს სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი მაია ტყემალაძე და აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი დიანა ნემსიწვერიძე.

კონფერენციაზე ყველა ასაკის მოსწავლეებმა ხონის, ბაღდათის, ქუთაისის და საჩხერის მუნიციპალიტეტებიდან წარადგინეს პედაგოგსა და მოსწავლეს შორის თანამშრომლური პროექტები.


ნანახია: 159-ჯერ

მსგავსი სიახლეები
36 საუკეთესო მოსწავლე შეირჩევა, რომლებიც ორი კვირით დიდ ბრიტანეთში, ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან.

ამინდი