Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულში, ‘ვეფხისტყაოსნის’ ზეპირად მცოდნე ორ ქალბატონს 1000-1000 ლარი გადასცეს

თარიღი : 19-06-2022, 11:49 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ტყიბულის მუნიციპალურ თეატრში “ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საღამოში მუნიციპალიტეტის მკვიდრი ქალბატონები, ,,ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნე ანრო ცირეკიძე და ნათელა დოღონაძე მონაწილეობდნენ, რომლებმაც პოემიდან ჯერ საყვარელი ეპიზოდები და შემდეგ შემთხვევით შერჩეული თავები ზეპირად წაიკითხეს.

“ვეფხისტყაოსნის” ზეპირად ცოდნის ტრადიციის გაგრძელებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, ანრო ცირეკიძე და ნათელა დოღონაძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა ფულადი საჩუქრით 1000-1000 ლარით დააჯილდოვა.

დამატებით 1000-1000 ლარით ქალბატონები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტისგანაც დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ გერმანული ენის ფილოლოგი, დამსახურებული პედაგოგი, ტყიბულის საპატიო მოქალაქე ანრო ცირეკიძე „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა კონკურსებში ექვსგზის გამარჯვებულია, ხოლო ნათელა დოღონაძე სამცხე-ჯავახეთში გამართული „ვეფხისტყაოსნის“ კონკურსის III საპატიო ადგილის მფლობელი, რომელმაც მეუღლის დახმარებით პოემა 60 წლის ასაკში შეისწავლა.

“ტყიბულის მერის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ლიტერატურის შედევრის ,,ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად კითხვის ტრადიციის გაგრძელებისათვის, ასევე დაწესდა 2000 ლარიანი პრიზი იმ პირებისთვის ვინც პოემას ზეპირად შეისწავლის,”-აცხადებენ ტყიბულის მერიაში.


ნანახია: 244-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა მხრიდან განაცცხადების მიღება 25 აგვისტომდე მიმინარეობს.
,,მზიანი ღამის" კლუბის წევრებმა ლიტერატურული კომპოზიცია ,,ვეფხისტყაოსანი“-სიყვარულის ფილოსოფია" წარმოადგინეს.
იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოცხადდა.
იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად არის გამოცხადებული.
ღონისძიება სოციალური სამსახურის ინიციატივით მოეწყო.
ღონისძიება ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

ამინდი