‘თეატრალური იმერეთი’ მეცამეტე სეზონს სიახლეებით ხსნის
თარიღი : 16-06-2022, 00:37 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი“ 16 ივნისიდან იწყება.
ფესტივალის ფარგლებში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იქნება 17 სპექტაკლი. მაყურებელს საშუალება ეძლევა 16 ივნისიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით მისთვის სასურველ წარმოდგენას დაესწროს.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს პირველად საერთაშორისო ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. თეატრები სპექტაკლებს თავიანთ მუნიციპალიტეტებში წარმოადგენენ, ხოლო დახურვის ღონისძიება ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში 1 -ელ ივლისს გაიმართება.
სპექტაკლებს შეაფასებს პროფესიული ჟიური და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
“მიმდინარე წელს ფესტივალზე რეგიონის თეატრალური დასების მიერ წარმოდგენილი განსხვავებული ჟანრისა და შინაარსის სპექტაკლების გარდა, მაყურებელი ნახავს ყაზახეთის თეატრისა და თბილისის ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენებს.
პროექტს უკვე მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. აღნიშნული ფესტივალი ყოველწლიურად უფრო მასშტაბურია და იმერეთის თეატრების გარდა სხვა დასებიც მონაწილეობენ. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია,”-ნათქვამია სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.