Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შეუერთდება თუ არა ‘ქართული ოცნება’ პრეზიდენტის დაანონსებულ აქციას?

თარიღი : 15-06-2022, 14:37 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციას არ უერთდება, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„როდესაც აქციაზეა საუბარი და იწყება შეჯიბრი, ვინ მოაწყობს აქციას, ვინ უნდა იყოს წამყვანი, რომელი აქცია უფრო ადრე იქნება და ვინ უფრო მეტ ხალხს შეკრებს, რაც არა მგონია, ხელს უწყობდეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ასეთ მოკლე ვადაში სერიოზული აქციების მოწყობა კითხვის ნიშნებსაც ბადებს და შეიძლება, შეიქმნას მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. არ მგონია, ეს სწორი შეჯიბრი იყოს რასაც აკეთებს „სირცხვილია“ „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილი და რა თქმა უნდა, შესაბამისად, ჩვენი პარტია ამ შემთხვევაში მსგავს აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს.

უფრო მჭიდრო თანამშრომლობა რომ ჰქონდეს ზურაბიშვილს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, საპარლამენტო გუნდთან, მაშინ მეტადაც იქნებოდა ინფორმირებული, ერთად უკეთ შეგვიძლია, საქართველოს წინსვლისთვის ვიბრძოლოთ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის პოზიტიური ნაბიჯები გადავდგათ. ეს იქნებოდა ჩემი რჩევა ქალბატონი სალომეს მიმართ.

ჩვენ ჩამოყალიბებული ვართ, რომ საქართველოს მოსახლეობის პოზიცია არის მკაფიო და გარკვეული აქციებით ამას დამატებითი დადასტურება არ სჭირდება. როცა აქციას აწყობ, სჭირდება უფრო მეტი დრო, უფრო მეტი რესურსი, რომ შთაბეჭდილება იყოს გარე მაყურებლისთვის ისეთი, როგორიც არის რეალური განწყობა. ხვალინდელი აქცია იქნება თუ ზეგის, ამ შთაბეჭდილებას ვერ შექმნის. ამიტომ არ მივიღებთ მონაწილეობას, ეს არის გუნდის პოზიცია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.


ნანახია: 237-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მმართველი გუნდის წევრის თქმით, პარლამენტი აუცილებლად დედაქალაქში უნდა იყოს.
გიორგი მარგველაშვილი დეპუტატების წინაშე 21 თებერვლის პლენარულ სესიაზე წარდგება.
თინა ხიდაშელის განცხადებით, აღნიშნული აქცია ნაციონალური მოძრაობის ახირებაა.

ამინდი