გიორგი ვაშაძე: საქართველო და ივანიშვილი უნდა გავმიჯნოთ
თარიღი : 14-06-2022, 12:48 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

“სტრატეგია აღმაშენებლის”ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში ბრიფინგი გამართა, სადაც მმართველი გუნდი რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად, ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, რუსეთის აგენტები გამოდიან და მოსახლეობას ევროკავშირის დროშების დაწვისკენ მოუწოდებენ.
როგორც ვაშაძე ამბობს, აპირებს საქართველოს ყველა რაიონში ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრებს, რათა როგორც თავად განმარტავს, ბრიუსელში, ევროპელ პარტნიორებთან ქართველი ხალხის განწყობები ჩაიტანოს.
გიორგი ვაშაძემ ისიც თქვა, რომ აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა წერტილი დაუსვა იმ დეზინფორმაციას, რომლის თანახმად, დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა სურს.
“დღეს პატრიოტი ადამიანები უნდა გავერთიანდეთ. ყველა რაიონს მოვივლით. უნდა გავმიჯნოთ საქართველო და ივანიშვილი,”-განაცხადა ვაშაძემ.