გალერეა 'ვარლა'-ში შალვა გერაძის პერსონალური ნამუშევრები გამოიფინა
თარიღი : 7-06-2022, 21:00 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

საქართველოს მხატვართა კავშირის - ქუთაისის (იმერეთის) მხატვართა რეგიონული ორგანიზაციის ინიციატივით, გალერეა „ვარლაში“ გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო მხატვარ შალვა გერაძის ასამდე პერსონალური ნამუშევარი.
აღსანიშნავია, რომ მხატვრის ნამუშევრები საქართველოს სხვადასხვა მართლმადიდებლურ ტაძრებშია დაბრძანებული.
გამოფენას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი დაესწრო.
შალვა გერაძის პერსონალური გამოფენა გალერეა „ვარლაში“ ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება.