პოლონელ ექსპერტთა ჯგუფი ქუთაისში კედლის პანოების აღდგენაზე იმუშავებს
თარიღი : 2-06-2022, 13:25 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი პოლონელ ექსპერტთა იმ ჯგუფს შეხვდა, რომლებიც პოსტინდუსტრიული პერიოდის მემკვიდრეობის, კერძოდ კედლის მოზაიკებისა და პანოების აღდგენა-შენარჩუნებაზე მუშაობენ.
"ექსპერტთა ჯგუფს თანამშრომლობა შევთავაზეთ. პოლონურმა მხარემ დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. კონკრეტულ ადგილებზეც ვისაუბრე, სადაც არსებული პანოების რეაბილიტაცია იქნება მიზანშეწონილი, მათ შორის ქალაქის ცენტრში არსებული კერამიკული პანო “კოლხეთი“.
აღდგენილ- განახლებული პანოები და მოზაიკები ახალ სიცოცხლეს შეიძენს და იგი ტურისტული ატრაქციის მიმზიდველი ნაწილი გახდება,"-ამბობს მერი.