Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"წელს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ევროპული ღირებულებები, ქუთაისი უძველესი ევროპული ქალაქია"

თარიღი : 26-05-2022, 15:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ხსოვნას.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია. მთელი ჩვენი ისტორია ჩვენი დიდი წინაპრების თავგანწირული და ერთგული ბრძოლაა სამშობლოსთვის.

წელს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ამ დღეს ქუთაისში. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ევროპული ღირებულებები, ქუთაისი უძველესი ევროპული ქალაქია და სიმბოლურია, რომ სწორედ აქედან ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა განუხრელად ევროპულია. თავისუფალი, დამოუკიდებელი და ერთიანი საქართველო ევრპული ოჯახის ღირსეული წევრი იქნება,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

,,ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. წლევანდელი დღესასწაული არის აბსოლუტურად სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფციის მატარებელი. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განაცხადი და ნაბიჯი ევროპისკენ, რომელიც არის ისტორიულად ჩვენი სახლი. რა თქმა უნდა, იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მასშტაბური საზეიმო ღონისძიებები და ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს აქტივობებში,"- ამბობს ზვიად შალამბერიძე.

ქალაქის მთავარ მოედანზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა.
ცენტრალურ ბულვარში მთელი დღის მანძილზე გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა, სხვადასხვა სპორტული და სახელოვნებო ღონისძიებები.

ქუთაისში 26 მაისის ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით გაიმართა.


ნანახია: 208-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოფენის დათვალიერება რიგით მოქალაქეებსაც შეუძლიათ
ძეგლის პატივგებას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში დილიდან დაიწყო.

ამინდი