Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქართული ბოსტნეულის წარმოება შემცირდა

თარიღი : 26-05-2022, 15:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში არც ბოსტნეული და არც კარტოფილის წარმოება პოზიტიურ ზრდას არ ავლენს. ამის შესახებ დარგის პორტალ EastFruit-ის ანალიტიკოსების კველვაში წერია.

მაგალითად, გასულ წელს ბოსტნეულის ჯგუფის წარმოება 149 ათას ტონამდე შემცირდა, ხოლო კარტოფილის წარმოება 235 ათას ტონამდე გაიზარდა. ორივე შემთხვევაში, EastFruit -ის შეფასებით, 2014-2020 წლების პერიოდის ისტორიული მაქსიმუმი მიღწეული ვერ იქნა.

პირიქით, 2014-2020 წლების პერიოდის ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით, გასულ წელს წარმოება შემცირდა:

კარტოფილის – 6%-ით (მოსავალი 235 ტონა)
პომიდვრის - 18%-ით (მოსავალი 57 ათასი ტონა)
კიტრის - 8%-ით (მოსავალი 30 ათასი ტონა)
კომბოსტოს, ყვავილოვანი კომბოსტოსი და ბროკოლის - 29%-ით (მოსავალი 21 ათასი ტონა)
მწვანილის - 37%-ით (მოსავალი 9 ათასი ტონა)
ხახვის - 55%-ით (მოსავალი 8 ათასი ტონა)
წიწაკის - 7%-ით (მოსავალი 8 ათასი ტონა)
ჭარხლის - 0%-ით (მოსავალი 4 ათასი ტონა)
მწვანე ლობიოს - 4%-ით (მოსავალი 4 ათასი ტონა)
ბადრიჯნის - 58%-ით (მოსავალი 3 ათასი ტონა)
ნივრის - 62%-ით (მოსავალი 2 ათასი ტონა)
სტაფილოს - 69%-ით (მოსავალი 2 ათასი ტონა)
სხვა დანარჩენის მთლიანად 78%-ით (მოსავალი ათასი ტონა)

2014 წლიდან მოყოლებული, წარმოების მაქსიმალურ მოცულობას 2021 წელს მხოლოდ ერთმა პროდუქტმა, ჭარხალმა მიაღწია. თუმცა მისი წარმოების მოცულობა მხოლოდ 4 ათასი ტონაა. 5 პოზიცია 2014-2022 წლების მაქსიმალური მოცულობიდან სერიოზულ ჩამორჩენას აჩვენებს. ეს არის ხახვი, ბადრიჯანი, ნიორი, სტაფილო და ბოსტნეულის სხვა ჯგუფი, რომელიც სიაში არ არის ნაჩვენები. ყველა მათგანის წარმოება, 2014 წლიდან დაწყებული ყველა დროის მაჩვენებელთან შედარებით, 50-80%-ით შემცირდა.

EastFruit -ის მიერ შესწავლილ 13-დან ხუთი პოზიციის ბოლო ოთხწლიანი წარმოების მოცულობის ჯამი, წინა 4 წლის, ანუ 2014-2017 წლების მაჩვენებელზე მეტია, დანარჩენ პოზიციებზე კი ამ პერიოდში წარმოება შემცირდა. ამასთან, ბოლო 4 წლის (2018-2021წწ) განმავლობაში ბოსტნეულის წარმოება, 2014-2017 წლებთან შედარებით, 55 ათასი ტონით, ხოლო კარტოფილის წარმოება 45 ათასი ტონით გაიზარდა.


ნანახია: 155-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი