წყალტუბოდან ამბროლაურამდე საერთაშორისო ველოტური იმართება
თარიღი : 21-05-2022, 16:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოს ცენტრალური პარკიდან საერთაშორისო ველოტურის წარმომადგენლებმა აიღეს სტარტი.
საქართველოში უკვე მე-4 წელია საერთაშორისო ველოტური იმართება, რომლის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა. მიმდინარე წელს ტურნირში 14 ქვეყნის 60 მონაწილეა ჩართული.
"წყალტუბო არის იდეალური ადგილი მსგავსი ტიპის სპორტული შეჯიბრებების გასამართად. ტურნირის მონაწილეები დაახლეობით 110 კილომეტრს გაივლიან და შეჯიბრს ამბროლაურში დაასრულებენ,"-განაცხადა ველოტურის ერთ- ერთმა ორგანიზატორმა პიტერ დენისმა.
უცხოელ სპორტსმენებთან ერთად ველოტურში წყალტუბოელი რომან კუხალაშვილიც მონაწილეობს.