Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქვეყნები, სადაც საქართველო კიტრს ყიდის და ყიდულობს

თარიღი : 21-05-2022, 14:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში სულ 1 973 540 აშშ დოლარის ღირებულების 6 006 ტონა ახალი და შეყინული კიტრი და კორნიშონი (გამოიყენება დასამწნილებლად), შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტმა 5 084 ტონა შეადგინა, რაც ღირებულებით ნაწილში 1 546 260 აშშ დოლარია.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კიტრის იმპორტი ქვეყანაში სულ 2 ქვეყნიდან განხორციელდა. ძირითადი იმპორტიორი საანგარიშო პერიოდში იყო თურქეთი, საიდანაც 1 475 950 აშშ დოლარის ღირებულების 4 469 ტონა პროდუქტი შემოვიდა. მეორე იმპორტიორი ქვეყანა კი ირანია, საიდანაც იმპორტმა 1 536 ტონა შეადგინა, რაც ღირებულებით ნაწილში 497 590 აშშ დოლარია.

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ქვეყნიდან 226 080 აშშ დოლარის ღირებულების 196 ტონა კიტრი გავიდა. ექსპორტი განხორციელდა რუსეთსა (175 730 აშშ დოლარი, 135 ტონა) და სომხეთში (50 340 აშშ დოლარი, 60 ტონა).

უნდა ითქვას, რომ ოფიციალური მონაცემებით, ექსპორტი წლიურად შემცირებულია. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-აპრილში კიტრის ექსპორტმა 283 ტონა შეადგინა, რაც ღირებულების ნაწილში 319 230 აშშ დოლარია. მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა იყო რუსეთი (315 320 აშშ დოლარი, 278 ტონა). თუმცა, პროდუქტი მცირე რაოდენობით გავიდა ასევე: უკრაინაში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონ-კონგში.


ნანახია: 229-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი