Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი: საოცარი შედეგი გვაქვს

თარიღი : 19-05-2022, 14:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია "რიონი"-ს ეთერში ქალაქში ტრანსპორტისა და მოქალაქეთა გადაადგილების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. გიორგი გიორგობიანის თქმით,

"დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე მუშაობს ყველა ნომერი ავტობუსი. რადგან ღამის საათებში ტრანსპორტზე მოთხოვნა მცირდება, სრული ავტოპარკით არ ვემსახურებით ქალაქს, რჩება მორიგე ავტობუსები, რომლებიც მომდევნო ერთი საათის განმავლობაში ემსახურებიან მგზავრებს".

მისი თქმით, ქუთაისში ამ დროისთვის 10 საავტობუსო ხაზია. ხოლო ტრანსპორტის ლოდინის მინიმალური დრო არის 4 წუთი, მაქსიმალური-22 წუთი.

"მინიმალური დრო არის 4 წუთი, რომლითაც დადის წრიული და მგონია, რომ საოცარი შედეგი გვაქვს. პირდაპირ გეტყვით, რომ გერმანიაში ვსწავლობდი და ხშირად გადავაადგილდებოდი როგორც მეტროთი, ისე ტრანსპორტით და 4 წუთში, 5 წუთში და 7 წუთში ავტობუსი არც ევროპაში არ მოძრაობს. ფიზიკურად არ არის ამის ფუფუნება,"-ამბობს გიორგი გიორგობიანი.


ნანახია: 316-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის განახლების პროცესი დაიწყო.

ამინდი