Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რამდენი სასაკლაოა საქართველოში და რა ღირს სასაკლაოების მომსახურება?

თარიღი : 18-05-2022, 17:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2022 წლის I კვარტალში საქართველოში 104 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19.2 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 18.3 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონში, 14.4 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 12.5 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 11.5 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენი 24.0 პროცენტი - სხვა რეგიონებშია განთავსებული.

გამოკვლევის შედეგები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის I კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 88.6 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 41.6 პროცენტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 38.1 პროცენტი - ღორი, ხოლო 7.7 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 12.6 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 495.3 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2022 წლის I კვარტალში 12.0 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 33.8 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 45.3 პროცენტი - ფრინველის ხორცზე, 19.9 პროცენტი - ღორის ხორცზე, 0.8 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია", - წერია გამოკვლევაში.

მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 7.8 ათას პირს, საიდანაც 37.1 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1108 კაცი შეადგინა.

რაც შეეხება ფასებს, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 31.0 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 13.2 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური - 26.5 ლარი.


ნანახია: 144-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი