Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ქონებას ფლობს ქუთაისის მაჟორიტარი ზაზა ლომინაძე?

თარიღი : 17-05-2022, 20:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აგრძელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მკითხველისთვის გაცნობას.

ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2022 წლის 22 თებერვალს შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, მაჟორიტარის მეუღლე თამარ ლომინაძე თბილისში ფლობს 3საცხოვრებელ ბინას, რომლებიც 2006, 2009 და 2018 წლებში შეიძინა. თამარ ლომინაძეს სახელზეა ბათუმში მდებარე ორი საცხოვრებელი ბინა, რომლებიც ლომინაძემ 2015 და 2016 წლებში შეიძინა. ლომინაძეები ასევე ფლობენ ბორჯომში, დაბა ბაკურიანში აგარაკს, რომლის შეძენის თარიღად მაჟორიტარს დეკლარაციაში 2016 წელი აქვს მითითებული.

დეკლარაციის მიხედვით, ზაზა ლომინაძის სახელზეა ვანის სოფელ ზეინდარში არსებული 5 მიწის ნაკვეთი, ასევე, მიწის ნაკვეთი ქუთაისში და 3 ავტომობილი. გარდა ამისა, მაჟორიტარის სახელზეა ბინა ქუთაისში, რომელზეც ზაზა ლომინაძეს მითითებული აქვს, რომ მემკვიდრეობით მიიღო.

დეკლარაციის მიხედვით, ზაზა ლომინაძე ფლობს წილებს კლინიკა "ლჯ"-სა და "ლჯ და კომპანიაში.

დეკლარაციის შევსების მომენტში მაჟორიტარს 75 000 ევროს და 30 000 დოლარის ოდენობის დანაზოგი ჰქონდა.

ზაზა ლომინაძე ქუთაისის მაჟორიტარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა. მაჟორიტარს მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.


ნანახია: 386-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის გუბერნატორმა ქონებრივი დეკლარაცია რამდენიმე დღის წინ შეავსო.
მე-9 მოწვევის პარლამენტში ყველაზე ახალგაზრდა ოთხი დეპუტატია, რომელთა ასაკი 32-33 წელია. ოთხივე მათგანი - თამარ ჩუგოშვილი, სოფიო

ამინდი