ქუთაისელი მოჭიდავე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა
თარიღი : 16-05-2022, 17:40 | კატეგორია: ახალი ამბები

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქუთაისელი დავით კოღუაშვილი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 12 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით ანტალიაში მიმდინარეობდა. მასში წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა.
პირველი ადგილის მფლობელი ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენელი დავით კოღუაშვილი გახდა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 27 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით იტალიაში გაიმართება.