Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში აივინფიცირებული 1119 ადამიანი ცხოვრობს

თარიღი : 15-05-2022, 12:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
15 მაისი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე პირველად სან-ფრანცისკოში, 1983 წელს, ენთუზიასტთა ჯგუფის მიერ აღინიშნა. მოგვიანებით ამ დღის აღნიშვნა საერთაშორისო ტრადიციად იქცა და ყოველი წლის მაისის მესამე კვირას, ათასობით ადამიანი ხელში ანთებული სანთლებით გამოდის ქუჩებში, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს აივ ინფექციით მცხოვრებ ადამიანებს და მათ ახლობლებს.

დღეს აივ-თან ერთად თითქმის 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას გლობალური სოლიდარობისთვის, არღვევს სტიგმისა და დისკრიმინაციის ბარიერებს და აძლევს ჯანმრთელი მომავლის იმედს ახალ თაობებს.

2022 წლის 15 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9349 აივ ინფიცირებული პირი, 6982 – მამაკაცი, 2367 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. 1989 – გარდაიცვალა.

15 მაისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5785 პაციენტი, მათ შორის 43 – ბავშვია.

სულ რეგისტრირებული შემთხვევების განაწილება გადაცემის გზების მიხედვით:

• 34.4 % – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;
• 50.7 % – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
• 12.7 % – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;
• 1.2% – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
• 0.4 % – სისხლის რეციპიენტია;
• 0.6 % – გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების შემთხვების რეგიონული განაწილება:

• თბილისში (3515 შემთხვევა, მათგან 91 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი);
• სამეგრელოში 1235;
• იმერეთში 1119;
• აჭარაში 1079;
• აფხაზეთში (541);
• კახეთში (465)
• ქვემო ქართლში (549);
• შიდა ქართლში (357);
• გურიაში (200);
• სამცხე-ჯავახეთში (131) და ა.შ.

ახალი შემთხვევების დინამიკა წლების მიხედვით
2022 წლის 15 მაისის მონაცემებით გამოვლენილია – 187 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში რეგისტრირებული იყო – 191 ახალი შემთხვევა.

2022 წელს გარდაიცვალა 52 აივ ინფიცირებული.

სულ საქართველოში გამოვლენილია 123 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 – ვაჟი, 51 – გოგონა. 32 გარდაიცვალა. სამმა დატოვა ქვეყანა. 2022 წელს (15.05-ის მონაცემებით) გამოვლინდა 2 შემთხვევა. ბავშვთა შორის შემთხვევების განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით ასეთია:

• ვერტიკალური (დედისგან) გადაცემით დაინფიცირდა 115 ბავშვი (მათგან 1 – ძუძუთი კვებით)
• სისხლის რეციპიენტია – 5.
• დაუდგენელია – 3 შემთხვევა.


ნანახია: 148-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცენტრის ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 7283 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5445 მამაკაცია,

ამინდი