ქუთაისში არსებულ ებრაელთა სასაფლაოს შპს 'ქართული ტრადიციები' დაასუფთავებს
თარიღი : 13-05-2022, 21:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიას, შპს ,,ქართული ტრადიციები 2011“-სა და ა(ა)იპ ,,კავშირი ქუთაისის ებრაელთა საზოგადოებას“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, „ქართული ტრადიციები 2011“ საფიჩხიის საქალაქო სასაფლაოზე არსებულ ებრაელთა სასაფლაოს ტერიტორიის გაწმენდა -დასუფთავებას უზრუნველყოფს.
„შპს "ქართული ტრადიციები 2011“ -მა მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება უკვე დაიწყო. ამ დროისთვის დაწყებულია ტერიტორიის ეკალ-ბარდებისგან გასუფთავება და მწვანე საფარის მოცელვა. ასევე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ნარჩენების სასაფლაოს ტერიტორიიდან გატანა,“-აცხადებენ „ქართულ ტრადიციებში“.