მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
თარიღი : 13-05-2022, 21:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საქართველოს საპატრიარქო მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეკრებაზე დასჯილ იქნა კომისიის მიერ და აეკრძალა სასულიერო პირების ხელდასხმა. განვმარტავთ, რომ აღნიშნულ კომისიაზე მოხდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრიარქოს სამღვდელო კომისიას გაივლიან მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში სასულიერო პირად ხელდასხმის კანდიდატები. რაც შეეხება ინფორმაციას ეპისკოპოსის დასჯის და ხელდასხმის უფლების შეჩერების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება,"-აცხადებენ საპატრიარქოში.
ცნობისთვის, მრევლის ნაწილი მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფე მელქისედეკს უპირისპირდება. მათი განცხადებით, ეპისკოპოსი ეპარქიაში საეკლესიო ცხოვრებისთვის შეუფერებელ პირებს ბერებად აკურთხებს.