რას შეცვლის ხარაგაულის მოსახლეობისათვის მოლითი-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია?
თარიღი : 13-05-2022, 19:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხარაგაულში, მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, პირველ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „აკორდმა“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო და ხელშეკრულება შეუწყდა.
მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის შემადგენელი ნაწილია. აღნიშნული გზა ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს და მიუყვება მდინარეებს: ჩხერიმელას, ძირულას და ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს.
"ადგილობრივ მოსახლეობას ამ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს. გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 000-მდე და გზის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში მცხოვრებ 7 000-მდე ადამიანს გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდება და უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების საშუალება ექნებათ,"-აცხადებენ გზების დეპარტამენტში.