პაატა კვიჟინაძის ძალისხმევით, სოფელ ლეღვანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
თარიღი : 13-05-2022, 00:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საჩხერე-ჭიათურა- ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის ძალისხმევით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. საუბარია სოფელ ლეღვანში, კოდაბოლოს უბანზე, სადაც სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის ნაცვლად, ახალი ხიდის მშენებლობა მოხდება. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანიის ვინაობა 2 ივნისს გახდება ცნობილი.
პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 274 932 ლარია. ხიდის სიგრძე 12, ხოლო სიგანე 4.5 მეტრი იქნება. ფეხით მოსიარულეებისათვის მოეწყობა ტროტუარი.
ხიდი 80 ოჯახს მოემსახურება. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კომფორტული გადასასვლელით ისარგებლებს.
"ძალიან მიხარია, რომ ეს პროექტი განხორციელდება. საკმაოდ დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო, რომ 2019 წელს სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის რეაბილიტაციისთვის დაფინანსება მიგვეღო. ამ საკითხზე ბატონ კობა ლურსმანაშვილთან ერთად ვმუშაობდი და ჩვენი ერთობლივი საქმიანობით ეს პროექტი განხორციელდება.
ხარაგაულთან დაკავშირებულ თემებზე მუდმივი კომუნიკაცია მაქვს სამინისტროებთან. მერთან ერთად ყოველ კვირას გავდივარ საკითხებს და ჩართული ვარ ყველა იმ პროექტში, რომელიც ხარაგაულში ხორციელდება, ეს იქნება 24 საათიანი წყალმომარაგება, წყალარინება თუ ის პროექტები, რომელიც რგფ -დან და სხვა ფონდებიდან ფინანსდება.
ძალიან კარგია, რომ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში ხარაგაულმა ოთხი მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსება მიიღო. ვფიქრობ, შემოდგომაზე კარგი შედეგი გვექნება და ჩვენი ერთობლივად გაწეული საქმიანობის ყველა სიკეთეს თვალნათლივ დავინახავთ,"-ამბობს პაატა კვიჟინაძე.