Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილს ქუთაისში საჩუქარი გაუკეთეს

თარიღი : 12-05-2022, 23:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმს ესტუმრნენ. მუზეუმში საქართველოს პრეზიდენტს ნიკო ნიკოლაძის სავიზიტო ბარათი უსახსოვრეს.

მუზეუმში დაცულია 5000-მდე ფოტოსურათი, 300 000-ზე მეტი ფოტო და კინოფირი, რომლებზეც ქუთაისის სხვადასხვა ეპოქის ისტორიაა ასახული.

ქართულ-პოლონურ მუდმივმოქმედ არქეოლოგიურ კვლევით ცენტრში ვიზიტის დროს სტუმრები გაეცვნენ ქუთაისში ბოლო პერიოდში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების მასალებს.

პრეზიდენტის პატრონაჟით მომუშავე არქეოლოგიური მისია ქუთაისში, სტეფან კრუკოვსკის სახელობის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ბაზაზე ფუნქციონირებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რომელსაც რეაბილიტაცია პოლონური მხარის ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა.

კვლევით ცენტრში წარმოდგენილია ქუთაისის ცენტრალურ პარკსა და მიმდებარე ტერიტორიებზე წარმოებული გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატები, რომლებიც ძვ.წ. 14-13-12 საუკუნეებით თარიღდება და შესაბამისად, არგონავტების დროინდელია. აღმოჩენები ბერძნულ ცივილიზაციასა და სამხრეთ კავკასიას შორის სავაჭრო სისტემის არსებობაზე მიუთითებს.


ნანახია: 121-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყლით სავსე თხრილს სპეციალისტები გვიანი ბრინჯაოს ხანის მნიშვნელოვანი კოლხური კულტურული დასახლების თავდაცვის საშუალებას
დ. მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმს ქალაქის ისტორიისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მუზეუმის საქმიანობას ქალაქის