Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის ისტორიაში მასშტაბურ და საუკუნის პროექტზე ტენდერი გამოცხადდა

თარიღი : 12-05-2022, 17:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხარაგაულში, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის შიდასახელ-მწიფოებრივი გზის, მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

საქართველომ მიიღო დაფინანსება აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) შიდასახელმწიფოებრივი გზების გაუმჯობესების პროექტის განხორციელების მიზნით. სახელშეკრულებო პირობების მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ხანგრძლივობა 30 თვით განისაზღვრა.

წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა 2022 წლის 22 ივნისია.

,,ჩვენ გვექნება 52 კმ რეაბილიტირებული გზა. აღნიშნულ გზას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ამ რეგიონის სოციალ-ეკონომიკური განვითარებისთვის. ის რეალურად გამოაცოცხლებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებს, გაზრდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მობილურობას. გილოცავთ! აღნიშნული გზის რეაბილიტაცია მართლაც მასშტაბური და საუკუნის პროექტია ხარაგაულის ისტორიაში,"-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.


ნანახია: 199-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია Black Sea Group განახორციელებს.