Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიაში, დეპოს მუშა-მოსამსახურეთა შვილებისთვის გახსნილ სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

თარიღი : 12-05-2022, 16:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლას, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის, სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.

სკოლა 1894 წელს სამტრედიაში აშენებული საორთქმავლო დეპოს მუშა-მოსამსახურეთა შვილებისთვის გაიხსნა და მის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

"სკოლა ცუდ მდგომარეობაში იყო და მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტის მიხედვით, მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები, სკოლა სრულად ადაპტირდება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შედეგად, 330-მდე მოსწავლე უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელებს სწავლას,"-აცხადებენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

პროექტს, რომლის ღირებულება 3.9 მილიონი ლარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.


ნანახია: 130-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში

ამინდი