Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ეროვნულმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ 90 წლის იუბილე აღნიშნა

თარიღი : 12-05-2022, 16:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია 90 წლისაა.

ობსერვატორიის საიუბილეო და ასტრონომიის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილი, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ოფიციალურ ნაწილს მოწვეული სტუმრის სტატუსით, ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელძღვანელი, იზა ვეფხვაძე, მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ალექსანდრე ტაბატაძე და მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ინგა ბერაძე ესწრებოდა.
https://i.postimg.cc/zvFfbnyK/image.jpg
საქართველოში ობსერვატორიის ისტორია, ასევე, ასტრონომიის, როგორც სამეცნიერო დარგის ჩამოყალიბება, ხარაგაულელ აკადემიკოსს, ევგენი ხარაძის სახელს უკავშირდება.

საიუბილეო ღონისძიებაზე, მერის პირველმა მოადგილემ, სამეცნიერო საზოგადოებას, მერის კობა ლურსმანაშვილის სახელით, მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ობსერვატორიის საიუბილეო თარიღის ფარგლებში გამართული ღონისძიებების თანამონაწილე, რადგან ობსერვატორიის დაარსება წარმოშობით ხარაგაულელს და დიდ მეცნიერს, ევგენი ხარაძის სახელს უკავშირდება. გვინდა მაქსიმალურად გამოვხატოთ პატივისცემა მისი ღვაწლის მიმართ. წელს ხარაგაული ახორციელებს ევგენი ხარაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაციას. ხარაგაული მხარდაჭერას გამოხატავს ყველა ინიციატივის მიმართ, რომელიც სამინისტროს, მეცნიერების, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან წამოვა და ობსერვატორიის ინტერესებზე იქნება მორგებული,"-ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.

1932 წელს სრულიად ახალგაზრდა, 24 წლის მეცნიერი ევგენი ხარაძე აბასთუმანში, მთა ყანობილზე, უნიკალური ასტროკლიმატის მქონე, მაღალმთიანი ობსერვატორიის მშენებლობას ჩაუდგა სათავეში, რომლის დირექტორი შემდგომი 60 წლის განმავლობაში გახლდათ.

"ხარაგაულის ლიტერატურულ თეატრს აბასთუმნის ობსერვატორიის ადმინისტრაციასთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს. აბასთუმანში რამდენჯერმე ვაჩვენეთ სპექტაკლი ევგენი ხარაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. იდეაში გვაქვს ივნისის ბოლოს აბასთუმანში ევგენი ხარაძეზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გავმართოთ. ასევე, ვმუშაობ წიგნზეც, რომელიც არ იქნება დიდ მეცნიერულ კვლევებზე. ამ წიგნში მკითხველი დაინახავს დიდი მეცნიერის დამოკიდებულებას და სიყვარულს საკუთარი საქმის და მშობლიური კუთხის მიმართ,"-ამბობს იზა ვეფხვაძე.

მთელი დღის განმავლობაში დაინტერესებული პირთათვის მიმდინარეობდა სამეცნიერო-პოპულარული მოხსენებები, სასტენდო პრეზენტაციები, ღონისძიების შემადგენელი ნაწილი იყო ობსერვატორიის დათვალიერება.

იმავე დღეს, ობსერვატორიის 90 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ევგენი ხარაძის სახელობის კაბინეტი ოფიციალურად გაიხსნა.

ევგენი ხარაძის კვალი ობსერვატორიაში ყველგანაა. მისი კაბინეტი ობსერვატორიის მუზეუმში ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.


ნანახია: 190-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი განხორციელდა.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლექსო თორაძისა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული
ღონისძიებების ფარგლებში რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დაარსებიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილი