Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'აზოვსტალში' 27 წლის ქართველი მებრძოლი დაიღუპა

თარიღი : 12-05-2022, 15:09 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
უკრაინაში, "აზოვსტალში" 27 წლის ქართველი მებრძოლი ტატო ბიგვავა დაიღუპა. დაღუპულის დის, ანა ბიგვავას თქმით, ტერიტორიიდან ცხედრის გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მისივე ინფორმაციით, ტატო ბიგვავა უკრაინის მოქალაქეა და ის „აზოვის“ ბატალიონში 2014 წლიდან ირიცხება.

უკრაინაში იმყოფებიან ბიგვავას მშობლებიც. ისინი უკრაინაში საცხოვრებლად აფხაზეთში ომის შემდეგ გადავიდნენ.

"ჩემი ძმა 2014 წლიდან იცავდა უკრაინას. ის ყოველთვის ამბობდა, უკრაინა და საქართველო უნდა დავიცვაო, რადგან ეს არ არის მარტო უკრაინის ომი. ძალიან არ გვინდოდა, რომ წასულიყო „აზოვში“ და ვეუბნებოდით, რომ ეს არ გაეკეთებინა, თუმცა გვეუბნებოდა - პატივი ეცით ჩემს გადაწყვეტილებასო. მეგობართან ერთად წავიდა „აზოვში“, რომელიც 2019 წელს აფეთქდა. ძალიან განვიცადეთ ეს ამბავი და ვთხოვდით, რომ წამოსულიყო, მაგრამ ახლა არ წამოვალო,- ამბობდა, ჩემს ძმაკაცზე უნდა ვიძიო შურიო",- განაცხადა გარდაცვლილის დამ.

მისივე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთი თვის წინ ტატო ბიგვავა სიმამაცისთვის დააჯილდოვა.

ოჯახს ცხედრის გადმოსვენება საქართველოში სურს. ის წარმოშობით ზუგდიდელია.


ნანახია: 121-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უკრაინაში, რუსი სამხედროების მხარეს იბრძოდა.
როგორც გარდაცვლილი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, ის უკრაიანაში 2 თვის წინ ოჯახისგან მალულად