Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერი: მნიშვნელოვანია ძირულა-მოლითი-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია, რომელიც მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს მუნიციპალიტეტს და ასეულობით ოჯახს გაუჩენს დამატებით შემოსავალს

თარიღი : 12-05-2022, 14:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრი ხარაგაულში კვლევებს ატარებს. კვლევის საგანს წარმოადგენს, თუ როგორია ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი მუნიციპალიტეტში, ასევე რა გავლენას მოახდენს რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებზე.

აღნიშნული ცენტრის წარმომადგენლები-ბერილ ოჯაკლი და ვალენტი კრუსმანი მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

კობა ლურსმანაშვილმა ხაზგასმით განმარტა, რომ მუნიციპალიტეტში დიდი ყურადღება ექცევა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ხარაგაულის სოფლებში, სადაც მოსახლეობას ურთულეს პირობებში უწევდა გადაადგილება, გზებზე ასფალტისა და ბეტონის საფარი დაიგო.

მერმა სკოლასა და საბავშვო ბაღებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ მომავალი თაობის აღზრდა-განვითარება ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში ერთ-ერთი პრიორიტეტია.

,,2013 წლიდან დღემდე მუნიციპალიტეტში თხუთმეტი საბავშვო ბაღი აშენდა, რამდენიმეს კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. სკოლამდელმა დაწესებულებებმა ფუნქციონირება დაიწყეს ისეთ სოფლებში, სადაც ბაღი არასდროს ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ახალი ბაღები ევროპული სტანდარტის შესაბამისად შენდება. რაც შეეხება სკოლებს, სისტემატურად ხდება მათი რეაბილიტაცია, რამდენიმე სოფელში კი ახალი სკოლა აშენდა,"-აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

ხარაგაულის მერმა ყურადღება ხევი-უბისა-შორაპნის ავტობანის მშენებლობაზე გაამახვილა და დასძინა, რომ პროექტის განხორციელება ამ ხეობაში მცხოვრები მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიური, ასევე სოციალური თვალსაზრისით.

"ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობის გაზრდას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდასა და მგზავრობის დროის შემცირებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ძირულა-მოლითი-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია, რომელიც მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს მუნიციპალიტეტს და ასეულობით ოჯახს გაუჩენს დამატებით შემოსავალს,"-განმარტა კობა ლურამანაშვილმა.

ხარაგაულის მერმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებულ ყველა პროექტზე და მადლობა გადაუხადა მათ თანამშრომლობისათვის.

თავის მხრივ ცენტრის წარმომადგენელებმა გამოხატეს მადლიერება დროის დათმობისა და გულწრფელი საუბრისათვის

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრი დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტია, რომელიც საქმიანობს სოციალურ მეცნიერებათა კვლევის სფეროში აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე.


ნანახია: 132-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია Black Sea Group განახორციელებს.
იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ხარაგაულის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა მუნიციპალიტეტში დასრულებული