Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის სოფელ ლეღვანში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის ნაცვლად, ახალი ხიდი მოეწყობა

თარიღი : 11-05-2022, 22:18 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

ხარაგაულის მერიამ სოფელ ლეღვანში, კოდაბოლოს უბანში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 274 932ლარია. ხიდის სიგრძე 12, ხოლო სიგანე 4.5 მეტრი იქნება.

ფეხით მოსიარულეებისათვის მოეწყობა ტროტუარი. ხიდი 80 ოჯახს მოემსახურება. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა კომფორტული გადასასვლელით ისარგებლებს.

"მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორციელება ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის ერთობლივი მუშაობის და ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი.

ტენდერი, რომელიც დღეს გამოცხადდა, 2 ივნისს დასრულდება,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.


ნანახია: 105-ჯერ

მსგავსი სიახლეები