'ქურდს ერთს ვეტყვი: მიწიდან ამოვთხრი,'-ქუთაისში მანქანების გაქურდვა გრძელდება
თარიღი : 11-05-2022, 10:31 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მანქანა გატეხეს. მანქანიდან ფოტოაპარატი წაიღეს, რის გამოც დაზარალებული დახმარებას ითხოვს.
"ჩემო მეგობრებო! განსაკუთრებით ვინც თაბუკაშვილზე ცხოვრობთ, გთხოვთ გააზიარეთ ეს პოსტი, გუშინ მანქანა გამიტეხეს, მოიპარეს ფოტო კამერა. ქურდს ერთს ვეტყვი: მიწიდან ამოვთხრი, მთელს პოლიაციას ფეხზე დავაყენებ და მაინც მოვატანინებ, პლიუს დავაჭერინებ, წყნარად და მშვიდად დააბრუნოს უკან წაღებული, ვერსად დამემალება,"-ამბობს დაზარალებული.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ ღამის პერიოდში ქალაქში მანქანების გაქურდვის ფაქტები გახშირდა. დაზარალებულები სხვა მოქალაქეებს ურჩევენ, ავტომობილებში არ დატოვონ ღირებული ნივთები.