Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ორ პირს 12-12 წლით პატიმრობა მიესაჯა

თარიღი : 10-05-2022, 19:01 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის 15 ივნისს, ქუთაისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.

როგორც პროკურატურაში ცხადებენ, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარებისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

"ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 15 ივნისს, ქ. ქუთაისში, ბრალდებულებმა გ.ქ.-მ და ლ.გ.-მ ხალხმრავალ ადგილას, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღებით, ერთმანეთის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს, რა დროსაც ერთ-ერთმა გამვლელმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ლ.გ. 2021 წლის 3 ივლისს, ხოლო გ.ქ. 15 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინათ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,"-ნათქამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 268-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და გიგა ოთხოზორიას განზრახ

ამინდი