Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რაზე ესაუბრა თეა წულუკიანი ქუთაისის ოპერის თეატრის ხელმძღვანელობას

თარიღი : 9-05-2022, 12:36 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა სიხარულიძემ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართეს.

თეატრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ქუთაისის ოპერის ახალი კადრებით გაძლიერების აუცილებლობა განიხილეს.

"იმისთვის, რომ ამ უდიდესი ისტორიის და ტრადიციის მქონე თეატრს სათანადო პირობები ჰქონდეს განვითარებისათვის. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ხელი უნდა შეეწყოს ქუთაისის ოპერის სცენაზე იმ ადგილობრივი ახალგაზრდების დაბრუნებას, ვინც დედაქალაქის თეატრებსა და ორკესტრებში მუშაობს. ბუნებრივია, რომ ასევე ხელი უნდა შეეწყოს სხვა კვალიფიციური კადრებით ქუთაისის ოპერის თეატრის შევსებას. ამ მიზნით, ქუთაისის ოპერა გაძლიერდება ახალი საშტატო ერთეულებით, ხოლო არსებულ ზოგიერთ შტატზე გაიზრდება ანაზღაურება, რაც აუცილებელია თეატრის სრულფასოვანი შემოქმედებითი ფუნქციონირებისთვის.

შეხვედრაზე, ასევე, ქუთაისის ოპერის შენობის რეაბილიტაციის შესახებ იმსჯელეს. აღინიშნა, რომ შენობის რეაბილიტაციის პროექტირება ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც, მიმდინარე წლის ბოლოსთვის, უკვე შესაძლებელი იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება,"-ნათქვამია ინფორმაციაში.


ნანახია: 140-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საუბარი შეეხო დასის შიგნით არსებულ სხვადასხვა პრობლემურ
ქუთაისის ოპერის თეატრის შენობის ფასადის განათება შიგა კომუნიკაციის დაზიანების გამო იყო გათიშული.
ქუთასის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გენერალური დირექტორი ხატია ვედმედევა ფოტოებს