Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რამდენი მწვადის მირთმევაა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო

თარიღი : 4-05-2022, 16:53 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
მწვადი არ წარმოადგენს რეგულარული რაციონის კერძს და მისი მიღება რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ. წითელი ხორცის მიღებასთან დაკავშირებული ჯანმოს რეკომენდაციის მიხედვით, წითელი ხორცის მიღება სრულიად საკმარისია კვირაში 1-2-ჯერ ყოველდღიურ რაციონში ცილის სხვა წყაროების არსებობის შემთხვევაში.

მნიშვენლოვანია არა მარტო მწვადის მიღების სიხშირე, არამედ ხორცის რაოდენობაც, რომელიც ერთჯერად შეიძლება ვჭამოთ, ისე, რომ ჯანმრთლეობას ზიანი არ მიადგეს.

ტრადიციულად ოპტიმალური ულუფაა 100-150 გ. თუ გავითვალისწინებთ, რომ მწვადთან ერთად ღვინოსაც მივირთმევთ, ეს უკანასკნალი აძლიერებს მადას და ამიტომ საკვებს სჯობს დავუმატოთ დიდი რაოდენობით ახალი ბოსტნეული.

წითელი ხორცი რკინისა და В ჯგიფის ვიტამინების შესანიშნავი წყაროა. მწვადი სჯობს მოვამზადოთ ნახშირზე. ასე ის უფრო ჯანსაღია, ვიდრე ტაფაზე შემწვარი, რადგანაც აღარ ხდება დამატებით, მდუღარე ცხიმში თერმული დამუშავება.

ყურადღება უნდა მიექცეს ხორცის ნახშირზე, შამფურებზე მომზადების პროცესს. როგორც წესი ხშირად გამოიყენება უკვე დამზადებული ნახშირი. აუცილებელია მიეცეს ამგვარ ნახშირს სრულფასოვნად გახურების საშუალება და დავიცადოთ ვიდრე ბენზინის შემცველი ნივთიერებები აორთქლდება. ჩვეულებრივი შეშის გამოყენება ნაკლებად საშიშია ჯანმრთლეობისთვის.


ნანახია: 211-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას.
ამის მიზეზია ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3. მეცნიერების თქმით, ცხიმიანი ხორცის თევზით სრულად ჩანაცვლებით ადამიანი მაშინვე შეიგრძნობს
სააგენტო ხორცის სახეობრივ კვლევას 2017 წლის მარტიდან ატარებს.