Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რატომ არ შეიძლება კვების დროს ყურადღების სხვა საქმიანობისაკენ მიმართვა

თარიღი : 22-04-2022, 15:49 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტერმინი „სწრაფი კვება“ - დასანაყრებლად იმ საკვების მიღებას გულისხმობს, რომლის მომზადებაც მინიმალურ დროს მოითხოვს.
პიცა, ჩიპსები, ნამცხვრები, ბურგერები, კარამელი, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, შემწვარი და დამარილებული სასუსნავები - ასეთია იმ პროდუქტთა არასრული ჩამონათვალი, რომლებიც შეკვეთიდან რამდენიმე წუთში შეიძლება მოგიმზადონ და სათანადო ადგილის პოვნამდე მოგართვან კიდეც. არავინ ამბობს, რომ ასეთი საკვები უგემურია ან სხვა კერძებზე ნაკლებად სასიამოვნოა მათი ჭამა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სწრაფი კვება საჭმლის მომნელებელ სისტემას არცთუ უმნიშვნელო საფრთხეს უქმნის.

ერთი შეხედვით საკმაოდ მოხერხებულია, რომ შეკვეთილ საჭმელს რამდენიმე წუთში მოგვართმევენ, სწრაფადვე დავნაყრდებით და ჩვენს საქმიანობას გავაგრძელებთ. თუმცა, დროის მცირე მონაკვეთში შიმშილის გრძნობა კვლავ აღმოცენდება. უცნაური არაფერია - სწრაფი კვების ობიექტზე შეძენილი საჭმელი არ შეიცავს ბოჭკოს, რთულ ნახშირწყლებს, უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რის გამოც სიმაძღრის შეგრძნება საკამოდ სწრაფად ქრება. ხშირი წახემსებები კი, რისი მოთხოვნილებაც ახლავს ეგრეთ წოდებული „ფასტ ფუდის“ მიღებას, იწვევს კუჭის გადატვირთვას. კუჭი ვეღარ ასწრებს მიღებული საკვების გადამუშავებას, ვითარდება სიმძიმის შეგრძება, მუცლის შებერვა. ამ ცვლილებების გამო სწრაფი კვების ობიექტებში ყოველდღიური სტუმრობისას კუჭი ქრონიკულად „გადავსებულია“, რაც მომატებული მადის, მეტი საკვების მიღების და სიმსუქნის მიზეზი ხდება.

სწრაფი კვება, კუჭი და თირკმელი


დასამალი არ არის, რომ სწრაფი კვების ობიექტების კერძთა დიდი ნაწილი შეიცავს სხვადასხვა ტოქსიკურ ელემენტს, ქიმიურ კონსერვანტებსა და ნატრიუმის (მათ შორის - სუფრის მარილში არსებულს) დიდ რაოდენობას. ეს კომპონენტები ზრდიან მუცლის შებერვის, ჭარბი აირების დაგროვების, კუჭის წყლულისა და ხშირი მიღებისას კუჭის კიბოს რისკს. დიდი რაოდენობით ნატრიუმის მოხმარება აძლიერებს წყურვილს, წყლის ჭარბად მიღება კი მუცელს ბერავს, გაზებს აგროვებს, კუჭის არეში იწვევს დისკომფორტს.

ნატრიუმით დატვირთვა არ არის სასურველი თირკმლისათვის, მით უფრო, თუ ადამიანს ეს ორგანო ჯანმრთელი არ აქვს. აღარაფერს ვამბობთ იმ საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტზე, რომ ჭარბი ნატრიუმი არტერიული წნევის მატების, გულის უკმარისობისას პაციენტის მდგომარეობის გაუარესებისა და ამ მდგომარეობათა მკურნალობის ეფექტიანობის დაქვეითების მიზეზია.

სწრაფი კვების საფრთხე

ზემოთქმულთან ერთად სწრაფი კვება კიდევ ერთი ფაქტორის გამო არის საზიანო. გავიხსენოთ, როგორ ვჭამთ ბურგერს, პიცის ნაჭერს, კატოფილ „ფრის“ თუ ქათმის ნაგეთსს - ვჭამთ და თან სადღაც მივიჩქარით, ფეხზე ვდგავართ, რაღაც საქმეს გავრძელებთ. კვების დროს ყურადღების სხვა საქმიანობისაკენ მიმართვა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების და საკვების მონელების დარღვევის კიდევ ერთი ფაქტორია.

უნდა შევჩერდეთ ერთ გარემოებაზეც. ხშირად, როცა შერჩეულ საკვებს სწრაფად გვაწოდებენ, აღარ გვახსენდება, რომ ჰიგიენის ნორმები სწრაფი კვების ობიექტშიც აუცილებლად უნდა დავიცვათ - ორჯერ დავიბანოთ ხელები საპნით, სათანადო წესით. დაუბანელი ხელებით ჭამა კი ნაწლავური ინფექციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია.

ვჭამოთ თუ არა...


თუ ადამიანს განსაკუთრებული უკუჩვენება არ აქვს, სწრაფი კვების სრულად აკრძალვა აუცილებელი არ არის, მით უფრო, რომ ჯანმრთელობისათვის საზიანო პროდუქტებთან ერთად, მათ მენიუში არის სხვადასხვა სახის ბოსტნეულის სალათიცა და ხილის ახალი წვენიც. უბრალოდ, ვეცადოთ, იშვიათად მივაკითხოთ ამგვარ ობიექტებს და ჯანსაღი საკვები შევარჩიოთ.

mkurnli.ge


ნანახია: 185-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სწრაფი კვების ობიექტებში მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებაზე საუბრობენ და აღნიშნულს ქვეყანაში დაბალ ეკონომიკურ აქტივობას
აღნიშნულ თემაზე სასულიერო პირები ქუთაისის მერსაც შეხვდნენ.
წელიწადის დროებს შორის ზაფხული ადამიანებისათვის ერთ-ერთი საყვარელი სეზონია, თუმცა ამის მიუხედავად, ზაფხულსაც აქვს თავისი
ამ ეტაპზე საქართველოში 50 000-ზე მეტი სწრაფი კვების ობიექტია და მათ ასი ათასობით მომხმარებელი ჰყავს.
ამ დროისათვის ობიექტზე შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები და კადრების შერჩევა მიმდინარეობს.

ამინდი