კულტურის მინისტრი საჩხერის თეატრის მდგომარეობით დაინტერესდა
თარიღი : 19-04-2022, 20:03 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საჩხერის თეატრს ეწვია.
სამინისტროს ინფორმაციით, საჩხერეში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა თეატრის ხელმძღვანელობასთან და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრის ფარგლებში ასევე ისაუბრეს თეატრის კანონში ცვლილებებთან მიმართებაში სახალხო თეატრების სტატუსის განსაზღვრის თაობაზე. როგორც ცნობილია, კულტურის სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კულტურის კოდექსის პროექტის შემუშავებაზე.
შეხვედრის შემდეგ მინისტრი საჩხერის თეატრის მსახიობების მონაწილეობით გამართულ სპექტაკლს „ფუტურო ადამიანები“ დაესწრო. სპექტაკლი საჩხერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა გიორგი მეტონიძემ დადგა.