ქუთაისის საკრებულოში 'ქართულმა ოცნებამ' ახალი წევრი შეიყვანა
თარიღი : 19-04-2022, 11:22 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის საკრებულოში "ქართული ოცნების" ქვოტით, ლევან სანიკიძის ნაცვლად, ჯემალ ბიბილეიშვილი შევიდა. სანიკიძე, რომელმაც საკრებულო ვადაზე ადრე დატოვა, იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ჯემალ ბიბილეიშვილისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელეს. ის ასევე იმუშავებს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკის, ქონების მართვის და საქალაქო მეურნეობის კომისიებში.