Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თეა წულუკიანი: საჩხერეში, პაოლო იაშვილის მშობლიური სახლის კულტურის კერად გადაქცევისთვის მუშაობა იწყება

თარიღი : 15-04-2022, 11:20 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კულტურის მინისტრი საჩხერეში, პაოლო იაშვილის შთამომავლებთან ერთად, დიდი ქართველი პოეტის სახლ-მუზეუმს ეწვია.

უწყების ცნობით, მინისტრმა სახლ-მუზეუმის შენობა დაათვალიერა და პაოლო იაშვილის შთამომავლებისგან, გიორგი და მერაბ ნიჟარაძეებისგან მუზეუმის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ
ინფორმაცია მიიღო.

ამასთან, მუზეუმში გაიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული, კალიგრაფიის ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება, რომელშიც თეა წულუკიანმაც მიიღო მონაწილეობა.

„წელს პაოლო იაშვილს 130 წელი უსრულდება და ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ადგილობრივ ხელისუფლებასა და პაოლო იაშვილის შთამომავლებთან ერთად იმისათვის, რომ სწორედ ამ საიუბილეო წელს მუზეუმი, რომელიც მუნიციპალიტეტის დიდი ძალისხმევით რესტავრირდა, შეივსოს სამუზეუმო ექსპონატებით. ეს მუზეუმი გახდება კერა, რომელიც მიიღებს ქართველ მწერლებს და არა მხოლოდ მათ. სიმბოლურია, რომ დღეს ამ სახლში მუნიციპალიტეტმა მოაწყო კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება და ჩვენ წილად გვხვდა პატივი, რომ ამაში მიგვეღო მონაწილეობა. კულტურის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს არა მხოლოდ ამ სახლ-მუზეუმის ექსპოზიციით შევსებისთვის, არამედ იმისათვის, რომ პაოლო იაშვილის შემოქმედება და მისი ძალიან დიდი წვლილი ქართული მწერლობის განვითარებაში იყოს სათანადოდ დაფასებული და რაც მთავარია, მის გარშემო იყოს მხოლოდ ფაქტები, რეალური ფაქტები და ის, რითაც მომავალმა თაობებმა უნდა იამაყონ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.


ნანახია: 173-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიებას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ ღონისძიებების პროგრამას:
როგორც „ტოპნიუსს“ ქუთაისის სახანძრო სამსახურში განუცხადეს, პაოლო იაშვილის 47 ნომერში ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელს სახლს
ასევე, მოხდა ფოტო ალბომის პრეზენტაცია და დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
მუზეუმი, რომელიც ნიკოლაძისეული სახლის ორ ოთახშია განთავსებული, 1951 წლის პირველ ივლისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.