Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას ქვეყნის გადარჩენის გზას სთავაზობს

თარიღი : 14-04-2022, 10:51 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
პარტია "ლელო"-ს ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის გადარჩენის გზას სთავაზობს. ხაზარაძის თქმით, ამისთვის ხელისუფლებამ 9 ნაბიჯი უნდა გადადგას.

"თუ გვინდა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა,
თუ გვინდა ხელიდან არ გავუშვათ არსებული შესაძლებლობები,
თუ გვინდა ქვეყანას მივანიჭოთ ფუნქცია, ამისათვის საჭიროა:

პირველი 9 ნაბიჯი!

1.თბილისისა და ქუთაისის აეროპორტების მიმდებარე ტერიტორიები გამოცხადდეს თავისუფალ ეკონომიკურ ზონად, გადაეცეს მსოფლიო წამყვან ლოჯისტიკურ კომპანიებს უსასყიდლოდ, საინვესტიციო ვალდებულებით და არსებული კომპანიები განთავისუფლდნენ 5 წლის განმავლობაში გადასახადებისგან, ხოლო ხელისუფლებამ უზრუნველყოს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის დაფინანსება;

2. სასწრაფოდ შემუშავდეს და მიღებულ იქნას კანონი სპეციალური IT პარკების შესახებ რეგიონალური ტექნოლოგიური ჰაბის ჩამოყალიბების მიზნით;

3.სასწრაფოდ ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი რეგულატორი კაპიტალის ბაზრისთვის და ჩამოშორდეს ეს ფუნქცია ეროვნულ ბანკს;

4.მიღებულ იქნას კანონი კომერციული პალატების შესახებ , გამოეყოს საერთო სასამართლო სისტემას სასამართლო ბიზნეს დავების გადასაწყვეტად.

5.მძლავრი ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდეს საფონდო ბირჟის ასამოქმედებლად და მომზადდეს სახელმწიფო კომპანიების აქციები ამ ბირჟაზე გასატანად;

6.საპენსიო ფონდის ნაწილი გამოყენებულ იქნას საფონდო ბირჟაზე საინვესტიციო ინსტრუმენტად;

7.ყველა ჰიდროელექტრო სადგური აშენდეს საერთაშორისო გზშ - ს მიხედვით და ადგილობრივი მოსახლეობის თანამესაკუთრეობის პრინციპით;

8.სახელმწიფო მორიგდეს ანაკლიის კონსორციუმის ინვესტორებთან საერთაშორისო დავის შეწყვეტაზე და ხელი შეუწყოს პროექტის სასწრაფოდ განხორციელებას. დაამტკიცოს იაპონური მთავრობის მიერ დაფინანსებული ანაკლიის ქალაქის გენგეგმა და ხელი შეუწყოს ამ პროექტის სწრაფ და ეფექტურ დასრულებას;

9.სასწრაფოდ მოხდეს აშშ -სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება,"-ამბობს მამუკა ხაზარაძე.


ნანახია: 525-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამიერიდან ქუთაისში პარტიულ საქმიანობას გიორგი ხაზარაძე გაუძღვება. ხაზარაძე განათლებით ეკონომისტია და 2002 წლიდან ეწევა ბიზნეს

ამინდი