Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მოსახლეობის 65% წყალს გრაფიკით იღებს

თარიღი : 22-05-2014, 11:22 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ქუთაისში 24 საათიანი წყალმომარაგებით ტერიტორიული მართვის ორგანოების მიხედვით სრულად მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტი სარგებლობს. ავტოქარხნის მოსახლეობას რამდენიმე წელია უწყვეტი წყალმომარაგება აქვს, თუმცა, ქალაქში წყლის გრაფიკით და დაბალი წნევით მიწოდება კვლავ უმთავრეს პრობლემად რჩება.
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვისცენტრის მონაცემებით 24 საათის განმავლობაში წყალი მიეწოდება ავტოქარხნის მართვის ტერიტორიულ ერთეთეულს სრულად, ასევე წმ. ლუკას ქუჩას, ირ. აბაშიძის 17 და 31 ნომრების ჩათვლით აბონენტებს, ასევე, აღმაშენებლის გამზირს, გამსახურდიასა და ილია ჭავჭავაძის ქუჩებს და ამ ჩამოთვლილ ქუჩებთან ერთად მიმდებარე შესახვევებისა და ჩიხების კერძო დასახლების აბონენტებს. უწყვეტი წყალმომარაგება აქვთ აგრეთვე, ავანგარდისა და ნიკეას მართვის ტერიტორიულ ორგანოს მხოლოდ ბოლო მონაკვეთის კერძო სექტორის მობინადრეებს.
გრაფიკით კი წყალს იღებს ქალაქის მოსახლეობის დანარჩენი 65%. მათ შორის, ქალაქ მუზეუმის, საფიჩხიის, კახიანოურის და უქიმერიონის (ნაწილი- ჭომა და გორა) ტერიტორიული ორგანოთა აბონენტები.

ქუთაისში წყალმომარაგების საკითხი რომ კრიტიკას ვერ უძლებს, ამაზე ხშირად საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ბოლო კვლევა პროექტ "იაქტიურე და ჩაერთე გადაწყვეტილების მიღების პროცესში" ცხადყოფს, რომ ქუთაისის მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა წყლის გრაფიკის მიხედვით მიწოდებაა. არსამთავრობო ორგანიზაცია "ასა" კი, რომელიც ქუთაისის წყალმომარაგების საკითხს მრავალი წელია სწავლობს, მიიჩნევს, რომ გამოსავალი "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვისცენტრის დეცენტრალიზაციაშია.

ქუთაისში წყალმომარაგების გაუმჯობესების საკუთარი გეგმები აქვს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრს.
სერვისცენტრის დირექტორის მიხეილ თათარაძის თქმით, მიმდინარე წელს ქალაქის 20 ქუჩის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია იგეგმება.
"2014 წლის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს, კომპანიის სახსრებით განხორციელდეს ქალაქის 20 ქუჩის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობა. ამ დროისთვის (1 იანვრიდან დღემდე) გამოცვლილია დაახლოებით 3 კმ-მდე წყალგაყვანილობის ქსელი. ერთი თვის წინ 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავიდა აბონენტთა 8% (კერძო დასახლება). ამავე წელს, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კობრა“ უზრუნველყოფს ავტოქარხნის ტერიტორიულ ორგანოს აბონენტთა სრულ გამრიცხველიანებას. შედეგად, წყლის მიზნობრივი ხარჯვის საფუძველზე სერვის ცენტრი ქალაქის ცენტრალური ნაწილის წყალმომარაგების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს",–ამბობს "გაერთიანებული წყალმომარეგების კომპანიის" ქუთაისის სერვის ცენტრის დირექტორი მიხეილ თათარაძე.
კომპანიის სერვისცენტრის მონაცემებით, უწყვეტი წყალმომარაგებით ამ ეტპზე ქუთაისის მოსახლეობის მხოლოდ 35% სარგებლობს.


ნანახია: 1704-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის -ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს.
წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რამდენიმე ქუჩას დასალევი წყალი არ მიეწოდება.
ეს არის პირველი ეტაპი იმ წამოწყებული საქმისა, რომელსაც თურქული კომპანია SMK–ახორციელებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ჭიათურაში წყალმომარაგების პრობლემებს გაერთიანებული
შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრი ავრცელებს.

ამინდი