Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რუსეთში აცხადებენ, რომ მათი მიმართულებით თბილისიდან საშიში კოღოები ვრცელდება

თარიღი : 9-04-2022, 17:13 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რა­დი­ა­ცი­უ­ლი, ქი­მი­უ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი დაც­ვის უფ­რო­სი, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი იგორ კი­რი­ლო­ვი კი­დევ ერთხელ სა­უბ­რობს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შე­სა­ხებ და ამ­ჯე­რად აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ისე­თი სა­ხე­ო­ბის კო­ღო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე მხო­ლოდ სამ­ხრეთ­ში იყო.

ეს კო­ღო­ე­ბი კი ახლა რუ­სე­თის ზო­გი­ერთ არე­ალ­ში ვრცელ­დე­ბა.

კი­რი­ლო­ვის თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია მდგო­მა­რე­ო­ბა თბი­ლის­ში, იქ, სა­დაც ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რია მდე­ბა­რე­ობს.

"იმ ად­გი­ლას, სა­დაც ლუ­გა­რის ცენ­ტრია, მდგო­მა­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია იმ და­ა­ვა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც გა­დამ­ტა­ნი მწე­რე­ბით ვრცელ­დე­ბა“, - ცი­ტი­რებს კი­რი­ლო­ვის სი­ტყვე­ებს რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო RIA.ru.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გნელ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ როს­პოტ­რებ­ნად­ზო­რის ცნო­ბით, ტკი­პე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია ყი­რიმ-კონ­გოს ცხე­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბა სტავ­რო­პო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და როს­ტო­ვის რე­გი­ონ­ში.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მწე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ასე­თი დი­ნა­მი­კა რუ­სეთს იძუ­ლე­ბულს ხდის, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს ამე­რი­კის მიერ გა­ცე­მულ პა­ტენ­ტებს:

"პა­ტენ­ტის აღ­წე­რა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ამ მო­წყო­ბი­ლო­ბის დახ­მა­რე­ბით მო­წი­ნა­აღ­მდე­გე შე­იძ­ლე­ბა გა­ნად­გურ­დეს ისე, რომ აშშ-ის სამ­ხედ­რო­ე­ბი რის­კის ქვეშ არ აღ­მოჩ­დნენ. მსგავ­სი გა­მო­გო­ნე­ბე­ბი არ ით­ვლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აკ­რძა­ლულ ბი­ო­ლო­გი­ურ, ან ტოქ­სი­კურ ია­რა­ღად", - ამ­ბობს კი­რი­ლო­ვი. პა­ტენ­ტებ­ში ის გუ­ლის­ხმობს უპი­ლო­ტო საფ­რენ აპა­რა­ტებს და თვლის, რომ მწე­რე­ბი მათი სა­შუ­ა­ლე­ბით ვრცელ­დე­ბა.


ნანახია: 263-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი