რა თანხას ხარჯავენ საჯარო უწყებები სტუმრების მასპინძლობაზე?
თარიღი : 6-04-2022, 14:18 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

სამ თვეში საჯარო უწყებებმა სარესტორნო მომსახურებაში 405 ათასი ლარი დახარჯეს. “აი, ფაქტი” დაინტერესდა ვის და რატომ მასპინძლობენ მთავრობის წარმომადგენლები ბიუჯეტის ხარჯზე?
“მაგალითად, ჭიათურის მერიამ “საპატიო ჭიათურელების” დაჯილდოვებაზე მოსული 100 სტუმარი 13,000-ლარიან სუფრაზე მიიწვია. ფეხბურთელ ზურაბ წერეთლის მემორიალური დაფის გახსნა კი 15-კაციანი სუფრით აღნიშნეს და რესტორანში 1,100 ლარი დახარჯეს. მაგიდაზე არც მწყერი აკლდათ და არც კურდღელი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კალანდობაზე მოსულ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებსაც რესტორანში უმასპინძლეს გოჭითა და ტაბაკებით. ვახშამში თეთრიწყაროს ბიუჯეტიდან 1,305 ლარი დაიხარჯა.
ხონის მერიამ კი 1,200 ლარი დახარჯა საახალწლო ღონისძიებაზე 20 სტუმრის გამასპინძლებაში.
მუნიციპალიტეტებს შორის კვებაზე ყველაზე მეტი თანხა, 27 ათასი ლარი ქუთაისის მერიამ დახარჯა,”-ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.