ვანის სოფლებში მოსახლეობა პროექტების შერჩევას აგრძელებს

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით სხვადასხვა სოფლებში დაწყებული შეხვედრები ძულუხის, სულორის, დიხაშხოს და სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა.
შეხვედრაზე ძულუხის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად სასაფლაოსთნ მისასვლელი გზა დაასახელა.
სულორში მცხოვრები ადგილობრივებისათვის მთავარ მოთხოვნად სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა წარმოადგენს.
დიხაშხოს ადგილობრივი მაცხოვრებლების სურვილი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციაა.
ისრითში მცხოვრები ადგილობრივების მოთხოვნით კი კეთილმოეწყობა ისრითის სოფლის ცენტრი და მოხდება სოფელ ციხისუბანში მისასვლელი გზის ბეტონის საფარით რეაბილიტირება.
რაც შეეხება სალხინოში მცხოვრებ ადგილობრივებს, მოსახლეობამ საბავშვო ბაღში ატრაქციონის მოწყობას და სოფელ ზენობანში სტადიონის მოწყობის საკითხს დაუჭირა მხარი.