Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულის მერი შახტაში პერიოდულად მუშაობის სურვილს გამოთქვამს

თარიღი : 8-03-2022, 12:28 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ტყიბულის მერი დავით ჩერქეზიშვილი "საქნახშირის" ხელმძღვანელობას პერიოდულად შახტაში მუშაობას სთავაზობს. აღნიშნული ინიციატივა მერმა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას გააჟღერა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში შახტში მომხდარ ფაქტებს, ,,საქნახშირში“ უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის საკითხებს და პროფესიული გადამზადების პროგრამას, რომლის მთავარი მიზანია საწარმოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება, შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების მიმართულებით.

"ნებისმიერი ტყიბულელისთვის თითოეული მეშახტის სიცოცხლე საკუთარი ოჯახის წევრის სიცოცხლესავით ძვირფასია. მივესალმები პროფესიული გადამზადების პროგრამას და მჯერა, რომ თითოეული თანამშრომელი, განურჩევლად სამსახურეობრივი პოზიციისა, მაღალ დონეზე მოეკიდება უსაფრთხოების ნორმების სრულად დაცვის საკითხებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში,“ -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

"მერმა ასევე შესთავაზა პროექტი სახელწოდებით “მერის ერთი დღე მეშახტეებთან”, რაც გულისხმობს, შესაბამისი წესების დაცვით, პერიოდულობით, მუნიციპალიტეტის მერი სრულ სამუშაო დღეს გაატარებს მეშახტეებთან და ჩაერთვება ქვანახშირის მოპოვების პროცესში,"-აცხადებენ ტყიბულის მერიაში.


ნანახია: 221-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კომპანია 'საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი' ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას
ელისო ჩაფიძე მინდელის სახელობის შახტაში 300 მეტრ სიღრმეზე ჩავიდა.
ტყიბულის შახტში 16 ივლისს მეთანის აალებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

ამინდი