Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა შეიძლება იყოს ამანათში, რომელსაც უკრაინელ ხალხს გაუგზავნით?

თარიღი : 3-03-2022, 11:54 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი ინგა ბერაძე იმ ღონისძიების შესახებ საუბრობს, რომელიც ხარაგაულში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად დაიგეგმა.

მისი თქმით, ღონისძიებაში ჩართვის სურვილს მოსახლეობა აქტიურად გამოხატავს.

პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ზარებისთვის, ყურადღებისთვის და ასეთი ერთსულოვნებისთვის.

პირველი ზარი სოფელ ღორეშიდან იყო, ღორეშელმა გურამ კურტანიძემ 5 ლტოლვილის მისაღებად გამოთქვა მზაობა.

ზარები იყო მოქალაქეებიდან, აიპებიდან, კონკრეტული კითხვებით: როგორ და რა ფორმით ჩართულიყვნენ ჰუმანიტარულ აქციაში.

გპასუხობთ შეკითხვებზე: თუ რა შეიძლება იყოს ამანათში, რომელიც თქვენი სახელით უკრაინელებს ხარაგაულიდან, საქართველოს სახელით გაეგზავნებათ.

ეს შეიძლება იყოს:

პირველადი დახმარების სამედიცინო ქეისი შიგთავსით (ბამბა, ბეტადინი, სანტავიკი, ხელთათმანი, ბინტი, შპრიცი, სპირტი, ლეიკო, ანტისეპტიკური ხსნარი და სხვა);

ბავშვის საკვები (ფაფა, ხილფაფა, საწოვარა და სხვა) და ჰიგიენის საშუალებები;

მინერალური და სასმელი წყალი, ნატურალური წვენი (ქართული წარმოების);

ნებისმიერი სახის დაკონსერვებული, არამალფუჭებადი საკვები, ვერმიშელი, მარცვლეული. ტკბილეული. ასევე თაფლი, ჩირი, თხილი, ჩურჩხელა;

სარეცხი საშუალებები, კბილის პასტები და ჯაგრისები.

ამანათები შეგიძლიათ ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში მოგვაწოდოთ.

ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციული შენობა, პირველი სართული.

ამანთები მიიღება დილის 10 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე,"-წერს ინგა ბერაძე.


ნანახია: 330-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი