Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ტყიბულში ბევრი სტრატეგიული ადგილია, შახტა, ჰესი, წყალსადენი და ა.შ, რომელზედაც განხორციელებული თავდასხმა ქალაქს გაანადგურებს,'-რაზე აფრთხილებენ მოსახლეობას?

თარიღი : 2-03-2022, 19:04 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
"როგორც გავიგე, რუსები პანიკურად ჯავშნიან საქართველოს ყველა რეგიონში სასტუმროებს, სახლებს, ბიზნესების გადმოტანის და საცხოვრებელი მიზნით,"-ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ანნა ჯაფარიძე წერს.

ჯაფარიძის ვარაუდით, შესაძლებელია საქართველოში შემოსული რუსები დივერსანტები იყვნენ.

"ასე თუ გაგრძელდა შემოსევა გარდაუვალია, ჩვენზე მეტი რუსი გაჩნდება საქართველოში.

მთავრობის იმედად ყოფნა რა თქმა უნდა არ შეგვიძლია, ამიტომ კერძო სექტორმა აქტიურად უნდა დააუაროს მათი რექვესთები.

არ მიიღოთ რუსი ტურისტები, სასტუმროებსა და სახელებში,
არ მიყიდოთ სახლები, მიწები, ბიზნესები, ისევ ჩვენი მოსახლეობის იმედად თუ ვიქნები, არ გაყიდოთ თქვენი ქვეყანა მაგ ღორებზე,"-წერს ჯაფარიძე.

მოსახლეობას აფრთხილებს ტყიბულის მკვიდრი გირშელ ბერძული.

"მეგობრებო, ბოლო დროს ვაკვირდები ერთ ფაქტს, ჯგუფში არის შემთხვევები, როდესაც ანონიმური პროფილის მქონე პირები კითხულობენ ტყიბულში გასაქირავებელ ან გასაყიდ ბინებს. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ეს ადამიანები შესაძლოა იყვნენ რუსული მხარის დივერსანტები. ასეთი მისიის მქონე პირები ეძებენ ადგილებს, სადაც მათ ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. ტყიბულში ბევრი სტრატეგიული ადგილია, შახტა, ჰესი, წყალსადენი და ა.შ, რომელზედაც განხორციელებული თავდასხმა ქალაქს გაანადგურებს. არ გამორიცხოთ ისიც, რომ შეიძლება უკვე ჩვენს შორისაც იყვნენ.
ყურადღებით და ფრთხილად იყავით, არ გაიცინოთ ამაზე, თორემ ფაქტის წინაშე მყოფებს ნამდვილად აღარ გაგეცინებათ,"-წერს ბერძული.


ნანახია: 187-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ილიკო ნაცვალაძე ქუთაისში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს.
ტყიბულში ტრადიციული სახალხო დღესასწაული-'ტყიბულქალაქობა' აღინიშნება.

ამინდი