Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘სოფელში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა წლების განმავლობაში არ არსებობდა და ადგილობრივები წყალს ეზოში არსებული ჭების მეშვეობით იღებდნენ,’-ხონის სოფელს 24-საათიანი წყალი ექნება

თარიღი : 27-01-2022, 18:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში სვანებისა და ფრანგების უბნის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოები დასრულდა.

ამ დროისათვის სისტემების ტესტირება მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ ადგილობრივები წყალს უწყვეტ რეჟიმში პირველად მიიღებენ.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 2 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, ორი ჭაბურღილი და საქლორატორო.

“სოფელში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა წლების განმავლობაში არ არსებობდა და ადგილობრივები წყალს ეზოში არსებული ჭების მეშვეობით იღებდნენ. ზაფხულის პერიოდში, ჭაში არსებული წყლის დებიტი კლებულობდა, შესაბამისად, ადგილობრივებს წყალმომარაგების კუთხით პრობლემები ექმნებოდა,”-აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.


ნანახია: 199-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ დროისათვის მუნიციპალიტეტს წყალი სხვადასხვა გრაფიკით მიეწოდება.