2022 წელს ქუთაისში ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს
თარიღი : 27-01-2022, 14:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

დევნილთა სააგენტო 2022 წელს, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას იძულებით გადაადგილებულ 800 ოჯახს გადასცემს.
სააგენტოს ცნობით, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადი 3919 დევნილ ოჯახს აქვს შევსებული.
“გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.
სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ეძლევათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდგომაც განახლებული სია გამოქვეყნდება,”-აცხადებენ სააგენტოში.