Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის ორ სკოლაში ხელოვნური ინტელექტის კლუბები შეიქმნება

თარიღი : 27-01-2022, 12:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის №1 და №4 საჯარო სკოლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულთა სიაში არიან.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სკოლებში შეიქმნება ხელოვნური ინტელექტის კლუბები, რაც ამ მიმართულებით მოსწავლეების ინტერესის გაღვივებასა და განათლების მიღებას შეუწყობს ხელს.

გამარჯვებულ სკოლებს გადაეცემათ არდუინოს გამოყენებით შექმნილი სამი Gismo რობოტი, რომელთა მოდელი MIT Media Lab-მა არდუინოს გამოყენებით შეიმუშავა. აღნიშნულ რობოტებს ხელოვნური ინტელექტის კლუბები ალგორითმების პრაქტიკული შესწავლისთვის გამოიყენებენ. სკოლებში AI კლუბები 6 თვის განმავლობაში, 10-20 მოსწავლის მონაწილეობით იმუშავებენ.

პროექტში გამოყენებული სასწავლო პროგრამა ეფუძნება MIT Media Lab-ის მიერ მოსწავლეებისთვის შემუშავებულ ხელოვნური ინტელექტის კურსს. ტრენერების დახმარებით გადამზადდებიან შერჩეული სკოლების მასწავლებლები, რომლებიც თავიანთ სკოლებში გაუძღვებიან ხელოვნური ინტელექტის კლუბებს უფროსკლასელებისთვის.

პროექტი, რომლის პარტნიორი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრია, ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მიზანია, დააფინანსოს სპეციფიკური პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიას, გაძლიერებს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესს და ზრუნავს საქართველოს მოქალაქეთა განათლებაზე.

პროექტში სულ 30 სკოლა იღებს მონაწილეობას. ფინალურ ეტაპზე მონაწილე სკოლებისთვის გაიმართება შეჯიბრება, რომელშიც მოსწავლეები გამოიყენებენ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიღებულ ცოდნას.


ნანახია: 309-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამჟამად, ქუთაისის სკოლების 133 მასწავლებელი გადის აღნიშნულ ტრენინგს.
ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამინდი